მთავარისიახლეებისაზოგადოებამიწის გასხვისების კორუფციული სკანდალი სამეგრელოში - მარტვილის მუნიციპალიტეტის მიწის ლეგალიზაციის კომისიის...

მიწის გასხვისების კორუფციული სკანდალი სამეგრელოში – მარტვილის მუნიციპალიტეტის მიწის ლეგალიზაციის კომისიის ყველა წევრი დაკითხვაზე იმყოფებოდა.

Published on

მიწის გასხვისების კორუფციული სკანდალი სამეგრელოში და დაკითხვების სერია სუს-ში.გუშინ გვიან ღამემდე მარტვილის მუნიციპალიტეტის მიწის ლეგალიზაციის კომისიის ყველა წევრი დაკითხვაზე იმყოფებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარის დაკავების შესახებაც.ამ ფაქტს კი წინ უძღოდა თაღლითობის ბრალდებით ამავე კომისიის წევრის დიმა წულაიას დაკავება. მოუწევს თუ არა მიწის უკანონო გასხვისებისთვის წულაის პასუხისგება დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ გახდება ცნობილი. რა მოხდა მოდულის შენობაში და დაასახელა თუ არა წულაიამ დანაშაულში მონაწილე სხვა პირები – დეტალებზე არ საუბრობენ მარტვილის მერიაში.
„ვიცი რომ დაკითხვაზე იყვნენ დაბარებულები, რაზე, რასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ვიცი,“-აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით სურმავა.
ოფიციალურ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათში გაავრცელებს. 

სიახლეები

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი – თაზო დათუნაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი - ეს არის ერთადერთი რეალური...

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...