აშშ-ში პუერტო-რიკოს ეროვნული გვარდიის თვითმფრინავი С-130 ჩამოვარდა

0
359
აშშ-ში, ჯორჯიის შტატში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი С-130 ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 9 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ტელეარხი WSAV-TV ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
 
„ჩვენი ინფორმაციით, არავინ გადარჩა“, – განაცხადა ეფინგემის ოლქის შერიფის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯინა ბილბომ.
 
თვითმფრინავი, რომელიც არიზონას შტატში, დევის-მონტანის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიფრინავდა, ავტომაგისტრალზე აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ჯინა ბილბოს განცხადებით, ის, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტზე ავტომაგისტრალზე მანქანები არ იყო, ნამდვილი სასწაულია.
წინა სტატიაოქროს ბირჟის ძარცვისას დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური