მთავარისიახლეებიპოლიტიკასამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა უვადოდ არის გადადებული სასამართლო სისტემის რეფორმა. მედიის...

სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა უვადოდ არის გადადებული სასამართლო სისტემის რეფორმა. მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ “

Published on

სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა  – განაცხადა  პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 
 
 „ჩვენი მიზანი და მანდატი იყო ეს, როდესაც ვცვლიდით ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ხორციელდება, ეს ინიდივიდები არიან ამ სტრუქტურებში და ამ სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა როდესაც პროკურატურაში და სხვა სისხლის სამართლებრივ დევნის ორგანოებში იმ ინდივიდებს არ ვცვლით, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა მქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ზვიად გამსახურდიას საქმე, ზურაბ ჟვანიას საქმე, რაფალიანცის საქმე, მუხთარლის საქმე
მისივე თქმით, უვადოდ არის გადადებული სასამართლო სისტემის რეფორმა. 
 
„არ შემიძლია ზუსტად იგივე კონტექსტში არ შევეხო სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემა მართლაც ძალიან რთულია რეფორმისთვის და ამას ერთ დღეში ვერ გააკეთებ, თუმცა საფუძვლის ჩაყრა სასამართლო სისტემის ცვლილებისთვის ჩვენი საერთო ვალდებულება იყო. ჩვენ უვადოდ გადავდეთ ეს პროცესი“, – აღნიშნა მარგველაშვილმა. 
 
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ 
 
„2012 წელს გვახსოვს, რა პირობებში გვიწევდა საარჩევნო კამპანია და რა მედიაგარემო იყო. 2012 წლის მერე მედიაგარემო ნამდვილად გათავისუფლდა და მედიის შტურმები აღარ ხორციელდება, თუმცა რაღაცა ტიპის, არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა მედიის მიმართ მაინც ხდება. ჰკითხეთ, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს – ისინი სტრესის რეჟიმში მუშაობენ, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში, რომ რაღაც სირთულეები იქნება მათ წინაშე – განაცხადა მარგველაშვილმა.
 
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...