მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი „ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, არც ერთი პროცედურით არ...

გიორგი მარგველაშვილი „ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, არც ერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია.“

Published on

ას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის დებატებში პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.
 
პრეზიდეტმა შენობის დატოვებამდე ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა. 
 
"პირველ რიგში, მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას ის, რომ ეს იქნებოდა დებატების ფორმატი ამის თაობაზე 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული. ეს ერთი და მეორე – ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მინდა ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. მესამე – შეუძლია მედიას ამოიღოს არაერთი შემთხვევა პრეზიდენტების პარლამენტში დებატებისა. და ბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, არც ერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ შევეცდები, რომ საზოგადოებას პასუხები გავცე", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 

 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...