მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი.''...

„ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი.” – პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეკონომიკურ მდგომარებაზე ისაუბრა

Published on

დღეს, სახელმწიფო მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე მარგველაშვილის სიტყვით ბოლო გამოსვლაა, მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 2018 წლის შემოდგომაზე იწურება. სწორედ ამ პერიოდშია დაგეგმილი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები.
 
შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყოველწლიური ანგარიში განვლილი ხუთი წლის ერთგვარი შეჯამებაა.
მარგველაშვილმა არაერთ მნიშვნელოვან თემაზე გაამახვილა ყურადღება — საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალური საკითხები, დასაქმების პრობლემა და ა.შ.
 
 „ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი.გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მდგომარეობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური. ზოგიერთი მათგანი ყოველდღე გადის სამსახურში, სადაც ემუქრება სიკვდილი. მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, ვლაპარაკობ იმ მდგომარეობფზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დასაქმების პრობლემა აქვს.
ჩვენ შევძელით და ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება, ბიზნესი დღეს თავისუფალია თუმცა  „მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობით არის ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია“.
 
. მივესალმები პრემიერის ინიციატივებს საგადასახადო მიმართულებით.. მივესალმები სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშეწყობას, თუმცა 2020-ის მიზანი სოციალური თანასწორობის მიმართულებით სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს საზოგადოებაში მაღალი უთანასწორობაა, და ეს ფაქტია. ამ უთანასწორობის ფონზე სერიოზული დარტყმა იყო ჩვენი მოსახლეობისთვის ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა საბანკო სესხებთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ეროვნული ბანკს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ის დგამს, სტაბილურობისა და მომავლის განჭვრეტისთვის.

 
 
 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...