გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში მოხსენებით პარლამენტში ხვალ ბოლოჯერ წარდგება

0
381
პარლამენტში ხვალ საქართველო პრეზიდენტს ელოდებიან. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რანგში სავარაუდოდ, ბოლო მოხსენებას წარადგენს.დაპირისპირების მიუხედავად, ცნობილია, რომ სახელმწიფოს მეთაურის სიტყვით გამოსვლას პრემიერ მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც დაესწრებიან. დადგენილია პროცედურები, რომლის მიხედვითაც მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ დებატები უნდა გაიმართოს. პირველად პრეზიდენტს უფრაქციო დეპუტატები, შემდეგ კი ფრაქციის წარმომადგენლები მიმართავენ.ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე აპირებენ ყურადღების გამახვილებას „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიაში ასევე საუბრობენ იმ სავარაუდო მიზეზებზეც, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ დებატების გამართვა მოისურვა.
წინა სტატიასაკირეს ტყეში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიაასწლოვანი ევკალიპტის აუქციონზე შეძენის შემდეგ, დმანისის გადარჩენის ფონდი მის დასაცავად სამართლებრივ დავას იწყებს.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური