მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოს სხდომა დაწყებამდე გადაიდო

საკრებულოს სხდომა დაწყებამდე გადაიდო [Video]

Published on

საკრებულოს სხდომა დაწყებისთანავე გადაიდო დღის 5 საათამდე.გადაწყვეტილება ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თაზო ფაცაციამ მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები აპროტესტებენ საკრებულოში ენმ-ს ყოფილი წევრის გელა თოლორაის შესაძლო დასწრებას, ერთ-ერთი მხარდამჭერის თქმ,ით, თოლორაიას, რომელიც მათი ხმების მიცემის შედეგად გახდა დეპუტატი, სხდომაზე დასწრების უფლებას არ მისცემენ. ასევე ხმაური გამოიწვია ენმ-ს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ წინადადაბამ იმის შესახებ, რომ სხდომაზე მოესმინათ ხალხისთვის და რადგან მოქალაქეები ესწრებოდნენ ამ სხდომას,მომხდარიყო საკითხების გადანაცვლება და მოსახლეობას დაესვა შეკითხვები, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თაზო ფაცაციამ. ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა,რის გამოც ფაცაციამ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. დღევანდელი სხდომა 17:00 საათზე განახლდება.
 
 
 

 

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....