მთავარისიახლეებისაზოგადოებამოქალაქე ამბობს, რომ შვილის ცემაში ბრალდებული ემუქრება

მოქალაქე ამბობს, რომ შვილის ცემაში ბრალდებული ემუქრება

Published on

აფხაზეთის #15 სკოლის დირექტორს მოქალაქე მაკა ქარდავა შვიულის ცემაში ადანაშაულებს. ქარდავა ამბობს, რომ მისი 19 წლის შვილს სკოლის დირექტორი ზაზა კოკაია საპატრულო პოლიციასთან ფიზიკურად გაუსწორდა. ქარდავას თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მის ქმარსა და შვილს მანქაქნა საჯარიმოდან გაყავდათ. მაკა ქარდავა "ოდიშინიუსთან" აცხადებს, რომ კოკაია 8 იანვარს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მათი შუამავალი იყო, რადგან ქარტდავები დაზარალებულის სტატუსსა და თანხას ითხოვდნენ
 
„ ჩემს ქმარს და ჩემს შვილს მანქანა  გამოყავდათ   საჯარიმოდან. სწორედ მაშინ დაიწყო კამათი კოკაიასთან. აღმოჩნდა, რომ ზაზამ ჯერ ჩემი ქმრისკენ გაიწია საცემრად, მას შემდეგ კი, რაც ჩემი შვილი მამას გადაეფარა, უკვე მისი ცემა დაიწყო. ამ დროს მივედი მე და  ვნახე, როგორ ცემდა ზაზა კოკაია ჩემს შვილს. ამ დროს ჩემმა მეუღლემ მანქანა გაიყვანა, გაყვანის დროს ისეთი განერვიულებული იყო, მოუცურდა მანქანა და შემთხვევით, მართლა შემთხვევით შეეჯახა კოკაიას მანქანას. ჩემს მეუღლეს უნდოდა სასწრაფოს მოსვლამდე გადაეყვანა ჩეწმი შვილი საავადმყოფოში და მაშინ მოუვიდა ეს"- უთხრა ოდიშინიუსს მაკა ქარდავამ.
ქარდავას თქმით, პოლიციაში სარჩელი შეტანილი აქვს, თუმცა როგორც ამბობს, სამართლიანი გამოძიების იმედიც არა აქვს, რადგან კოკაია მის ოკახს ემუქრება. "თენგო ქობალიათი მაშინებდა პირველად, ეს თენგოს  და არის კოკაიას ცოლი, მაგრამ იმ თენგომ საერთოდ არაფერი იცოდა ამ ინციდენტის შესახებ..მერე გუბერნატორით დაგვიწყო შეშინება, გამოიტანეთ სარჩელი თორემ ამს და იმას გიზამთო… მე გთხოვთ ყველას, ჟურნალისტებს რომ დაინტერესდეთ ამ ამბით…მე სახლში ორი მარყუჟი შემომიგდეს და ეს ვნახე დილით. აი რას აკეთებენ და ყველას გთხოვთ, რომ დამეწხმაროთ"- განუცხადა "ოდიშინიუსს" მაკა ქარდავამ. ფაქტს კატეგორიულად უარყოფს თავად კოკაია. მან "ოდიშინიუსთა" საუბარში განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და არავითარი მუქარა და ცემა არ ყოფილა. "მე იმედი მაქვს გამოძიება წავა ობიექტურად და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ეს არის აბსურდი, ტყუილი, სიცრუე"- გვითხრა ზაზა კოკაიამ.
შს სამინისტროში საქმე ორი მუხლითაა აღძრული. გამოძიება  126-ე ძალადობისა და 187-ე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
 

სიახლეები

გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა....

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...