მე და ძალადობა, მე და დანაშაული ვართ სხვადასხვა სამყარო. ეს იცის ყველამ, ვინც მე მიცნობს, მათ შორის ამ შენობაში მსხდომმა ადამიანებმაც, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, სადაც გამოკითხვაზეა დაბარებული.ზოდელავა აცხადებს, რომ “პროკურატურაში დაბარება სამეგრელოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება”.„ივანიშვილმა სამეგრელო სამთავროებად თუ სათავადოებად, კონკრეტულ კლანებს გადასცა. მაგალითად, შონიას, შენგელიას, იზორიას, ბესელიას კლანს. სამეგრელოში “ქართული ოცნების” რაოდენობა უტოლდება საჯარო მოხელეების რაოდენობას და მათი ოჯახის წევრებიც არ არიან მათი მომხრეები. ამ ორიოდე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს თითქმის ყველა რაიონის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. სამიოდე კვირის წინ სამეგრელოს რეგიონში გაათავისუფლეს თანამდებობიდან თითქმის ყველა პოლიციის უფროსი და სამხარეო პოლიციის უფროსი. ეს ყველაფერი ამას უკავშირდება. ჩვენ გავაქტიურდით სამეგრელოში და კონკრეტულ კორუფციულ თემებზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა ზოდელავამ.მისივე თქმით, სამეგრელოში მუნიციპალიტეტები არ არსებობს და ე.წ. მუნიციპალიტეტები არის „ქართული ოცნების“ შტაბები.ამასთან პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან კითხვები ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერებასა და წილების დაუფლებასთან დაკავშირებით აქვთ.2007 წელს მურთაზ ზოდელვა მთავარ პროკურატურაში იურიდიული სამმართველოს უფროსი იყო.
სიახლეები
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....
სიახლეები
ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...
სიახლეები
პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი
პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...