მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი გადარგული ხეების ჩრდილიდან გამოვიდა. პირველი შეფასებები

ბიძინა ივანიშვილი გადარგული ხეების ჩრდილიდან გამოვიდა. პირველი შეფასებები

Published on

ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ დაბრუნებას ,,ქართული ოცნების '' სათავეში პოლიტიკოსები და ექსპერტები არაერთგვაროვნად აფასებენ.  ერთი რამ, რაშიც ისინი – მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც თანხმდებიან, არის ის, რომ მას აქვს რესურსები, თუმცა  საქმე სწორედ ის არის, რას ხედავენ ისინი ამ რესურსებში – პოლიტიკურ უნარებს თუ ფინანსურ შესაძლებლობებს. 
 
გედევან ფოფხაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.
 
„ეს გადაწყვეტილება არის სწორი. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენ წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს, გააჩნია, ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
 
დავით უსუფაშვილი თვლის, რომ „ეს არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახი და ბიძინა ივანიშვილის მეორე მცდელობა, თავი მოუყაროს პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად. ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში იმ შემთხვევაში თუ მეორედ მოსვლის ვითარება შეიქმნებოდა ანუ თუ ძალიან კრიზისული პროცესები განვითარდება ქვეყანაში და როგორც ჩანს, მან ჯანსაღად შეაფასა არსებული ვითარება – აქვს ამის ალღო, დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც და გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ნაწილში კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე. ახლა, მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას პარტიული მშენებლობის ნაწილში და ჯანმრთელი და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 
 
,,ბიძინა ივანიშვილი რეალურად არსად წასულა, ის დაეპატრონა ქვეყანას და თავისი თანამშრომლების მეშვეობით მართავდა როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე კონკრეტულ სამინისტროებს, – ამის შესახებ„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნება აღიარებაა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ კრახი განიცადა.
 
„ივანიშვილი რეალურად არსად წასულა. ის დაეპატრონა ქვეყანას და თავისი თანამშრომლების მეშვეობით მართავდა როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე კონკრეტულ სამინისტროებს. მისი ე.წ. წასვლა მხოლოდ ფორმალური პასუხისმგებლობიდან გარიდებას ისახავდა მიზნად. როგორც მან წასვლისას დაიბარა, რომ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ის პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებას არ აპირებდა. შესაბამისად, როდესაც ის ახლა ღიად ბრუნდება პოლიტიკაში, აღიარებაა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ კრახი განიცადა. ამ გადაწყვეტილების შეფასებისას, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია როგორც არაფორმალური მმართველი, რაც ქვეყნისთვის არსებითი პრობლემაა. შეგვიძლია გავიხსენოთ Freedom House-ის ბოლო ანგარიშიც. როგორც ჩანს, ეს აღქმული იქნა ბიძინა ივანიშვილის მიერ როგორც მწვავე გაფრთხილება პირადად მის მიმართ და მისი პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლოა, ისახავდეს მიზნად, რომ მისი არაფორმალური როლი ერთგვარად ლეგიტიმური გახდეს“, – აღნიშნა ბიბილაშვილმა. 
 
რაც შეეხება პირველ რეაქციას სოციალურ ქსელებში,  ხალხი ფიქრობს, რომ ,,ფაჩიკოს გარმონი'' ისეა დაშლილი, რომ მისი აწყობა ივანიშვილის არარსებული პოლიტიკური რესურსებით და ამოუწურავი ფინანსური რესურსებითაც კი  შეუძლებელია და   ერთადერთი იმედი,  რაც შეიძლება ამ ,,დაბრუნებამ'' აღძრას,  არის ის, რომ შესაძლოა ამით ოდნავ მაინც ეშველოს  ამოსაძირკვად მონიშნულ ხეებს – ვინძლო ივანიშვილის დენდროვნებები ოდნავ მაინც გაწიოს განზე გარმონის აწყობით თავშექცევამ. 
 
 და კიდევ, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ეს დაბრუნებაც სააკაშვილის ბრალია და  თუ რატომ, ახსნას არ საჭიროებს.  სააკაშვილი იმ მუხებზე ძლიერი აღმოჩნდა, რომლებიც ივანიშვილმა ფულითა და ძალაუფლებით ამოძირკვა – ის ქართულიპოლიტიკური ცხოვრებიდან ამოძირკვას არ ექვემდებარება და ივანიშვილი ამ ნაბიჯით  უბრალოდ  მისი მმართველობის მოახლოებული,  გარდუვალი დასასრულის  გადაწევას  ცდილობს.  
 
 
 
 

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...