პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამოქაჩა ქვეყნის პრესტიჟი, რომელიც სარგსიანისადმი კვირიკაშვილის ნაჩქარევმა მილოცვამ დააზარალა

0
396
„ყველა ჩვენს ქართველ ძმას მივესალმები, ვაგრძელებთ ჩვენს ხავერდოვან რევოლუციას და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ,“- განაცხადა სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა  ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზ განთავსებულ ვიდეომიმართვაში ,  ეხება  სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელის უარს ოპოზიციის ლიდერებთან უკვე შეთანხმებულ შეხვედრაზე.
 
თუმცა ეს ალბათ ნაკლებად ეხება საქართველოს მთავრობას და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სარგსიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა ერევანში დაწყებული მძლავრი საპროტესტო აქციების ფონზე. . "ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ურთიერთობის გაღრმავებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის გამტკიცებას ველით", – დაწერა კვირიკაშვილმა "ტვიტერის" გვერდზე.
 
ოპოზიცია და ქართული საზოგადოების ნაწილი კვირიკაშვილს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს პრემიერის მილოცვა გაუმართლებელი და ნაჩქარევი იყო" 
 
,,ხალხი გამოსული იყო იმისთვის, რომ მოვლენები შეეცვალათ. მათ ერთსულოვნებით გაუშვეს ადამიანი, ვინც კიდევ 10 წელი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მილოცვას, მეზობელი ქვეყანაა და ალბათ, დაასწრო სხვას და მიულოცა. ამით, ვფიქრობ, გამოამჟღავნა თანხმობა ამ ფაქტთან დაკავშირებით"
"რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. ცალსახად შეცდომა იყო, რადგან ამ შემთხვევაში საქართველოს ეს დადებითი პოზიცია სასურველი არ იყო. შედეგი ყველამ კარგად ვნახეთ – სარგსიანმა თანამდებობა დატოვა"- წერენ ქართველები სოციალურ ქსელებში.

 
აღსანიშნავია, რომ   გიორგი კვირიკაშვილი ამჯერად  არცთუ  ღირსეულ  კომპანიაში აღმოჩნდა – სარგისიანს ასევე ნაჩქარევად მიულოცეს რუსეთის პერზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა. დასავლური ქვეყნების ლიდერების უმრავლესობამ კი ერევანში მიმდინარე აქციების ფონზე მილოცვისაგან თავი შეიკავა.
 
 ახლა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ინტერესებისა და  დემოკრატიული პრინციპების კარნახით ცდილობს   სომეხი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ამოქაჩოს ქვეყნის პრესტიჟი, რომელიც პროგნოზირების უნარის ( დემოკრატიულ ღირებულებებზე რომ არაფერი ვთქვათ) დეფიციტის  გამო პრემიერმინისტრის ნაჩქარევმა მილოცვამ დააქვეითა , ფაშინიანის მიერ ქართველების დადებით კონტექსტში მოხსენიება პირველ რიგში სწორედ საქართველოს ექსპრეზიდენტისა და დღეს ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ღია  მხარდაჭერის შედეგია. 
 
ამ წუთებში სომხეთის დედაქალაქში ბევრ ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა სკანდირებს, რომ მოქმედი ხელისუფლება სრული შემადგენლობით გადადგეს. 
პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და მოსახლეობას მოუწოდა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.
 
 
 
 
წინა სტატიადღეიდან ფოთში მოვაჭრეებს, რომლებიც პროდუქტს მაღაზიების წინ, დახლებზე განათავსებენ, დააჯარიმებენ
შემდეგი სტატიააფხაზეთში დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური