მთავარისიახლეებისაზოგადოებამიიწვევენ თუ არა ბუნების ,,დაცვის'' ახალი მეთოდების ,,სპეციალისტს'' ბიძინა ივანიშვილს...

მიიწვევენ თუ არა ბუნების ,,დაცვის” ახალი მეთოდების ,,სპეციალისტს” ბიძინა ივანიშვილს ტრენინგებზე, რომლისთვისაც საქართველოს 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტი გამოეყო

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამმხრივი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 8 დაცული ტერიტორია კავკასიის ბუნების ფონდიდან (CNF) 1 100 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. 
 
ხელშეკრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს ხელი.
 
ხელმოწერის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და მათი მხრიდან სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ კავკასიის ბუნების ფონდის მიერ ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიებისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ბუნების კონსერვაციაზე მზრუნველი ადამიანების ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
 

 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება; იგეგმება ავტოპარკის განახლება.
 
საინტერესოა, მიიწვევენ თუ არა ტრენინგებზე ,,ბუნების დაცის ახალი მეთოდების მთავარ სპეციალისტს''  ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დღემდე გაუგონარი მიღწევები აქვს ამ სფეროში –  თხრის და თხრის…

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...