მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგიგა ოთხოზორიას მკვლელი ისევ დაუსჯელია. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის...

გიგა ოთხოზორიას მკვლელი ისევ დაუსჯელია. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს..
 
შეხვედრის წინ ენგურის ხიდზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
 
მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებენ 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს, ასევე განიხილავენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ყველა ფაქტს, იმსჯელებენ საოკუპაციოს საზღვრის კვეთისთვის დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებილ ვითარებაზე.
 
„განხილული იქნება უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. დადგება საკითხი 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით. ასევე იქნება განხილული პროცესების მიმდინარე დინამიკა,“- განაცხადა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკიური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

სიახლეები

გინდა ომის დასრულება? – დაჯექი, ილაპარაკე, დაასრულე-ზელენსკი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ომის დასრულებისთვის საჭიროა როგორც დიპლომატიური ძალისხმევა, ისე პარტნიორების...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...