მთავარისიახლეებიმსოფლიოსერჟ სარგსიანის გუნდის გადადგომის შემდეგ მთავარი თემა სომხეთის ოპოზიციისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების...

სერჟ სარგსიანის გუნდის გადადგომის შემდეგ მთავარი თემა სომხეთის ოპოზიციისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა

Published on

სომხეთს ახალი მთავრობა ერთ კვირაში ეყოლება. პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას   მთავრობის გადაყენების შესახებ .

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 130-ე სტატიის საფუძველზე მთავრობა გადაყენებულია“..სერჟ სარგსიანის გუნდის გადადგომის შემდეგ მთავარი თემა ოპოზიციისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა, რადგან სომხეთის პარლამენტში უმრავლესობა კვლავ ყოფილი პრემიერის მხარდამჭერ ძალებს აქვთ.
 
ოპოზიციის გეგმებზე ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ გამართულ აქციაზე ვრცლად ისაუბრა
 
„ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება პრემიერ მინისტრად ხალხის რჩეულის დანიშვნას მივაღწიოთ, ეს ერთ კვირაში მოხდება, მანამდე კი დროებითი მთავრობის ფორმირებას ველებით, შემდეგ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
„სარგსიანის გადადგომის შემდეგ მოლაპარაკებებს  პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გავაგრძელებთ. თუკი სარგსიანს და მის პარტიას აქვს ილუზია, რომ ქვეყანაში ისეთი ვითარება იქნება, როდესაც ისინი არაფორმალურად შეძლებენ ქვეყნის მართვას შეუძლიათ დაივიწყონ ეს ხალხი ფხიზლადაა და ჩვენი გამარჯვება უნდა აღიარონ“- მიმართა მხარდამჭერებს ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა. 
 
 
სომეხი ხალხისთვის კი ქვეყნის პრემიერად ყველაზე მისაღები კანდიდატი თავად ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანია.
 
"ჩვენ გვინდა სომხეთი პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გახდეს , რადგან მან შეძლო ამის ორგანიზება და გამარჯვებას მსხვერპლის გარეშე მიაღწია"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
 
როგორც ცნობილია, დღეს სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები აღარ გაიმართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით წავლენ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან.“
 
დღეს ოპოზიცია მხოლოდ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მისვლით შემოიფარგლება, ხვალ კი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ხელისუფლების მშვიდ გადაბარებაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
 
„ხვალ, 19:00 საათზე მიტინგი გაიმართება, სადაც მე მოგახსენებთ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით და როგორი ქმედებებით უნდა გავაფორმოთ დე იურე მიღწეული სახალხო გამარჯვება“, – განაცხადა ფაშინიანმა.დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
 

 
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...