მთავარისიახლეებისამართალისამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურასთან დევნილი მანანა თაკალანძე ექვს შვილთან ერთად შიმშილობას იწყებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურასთან დევნილი მანანა თაკალანძე ექვს შვილთან ერთად შიმშილობას იწყებს

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურასთან დევნილი მანანა თაკალანძე ექვს შვილთან ერთად შიმშილობას იწყებს. როგორც თაკალანძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას კუთვნილი ბინა თაღლითური გზით შპს "სუპერმარკეტის" დირექტორის მოადგილე მანანა ბარძემაშვილმა წაართვა. თაკალანძე ზუგდიდის რაიონულ პროკურორ ლევან სალიასთან შეხვედრას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. 
 
"დამიბრუნონ ჩემი სახლი, რომელიც მოტყუებით წამართვეს. მანანა ბარძემაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ბინას, რომელიც მე 2017 წელს თაბუკაშვილზე დევნილთან ჩასახლებაში მივიღე, სოფლად სახლში გაგიცვლიო. მე რადგან ექვსი შვილი მყავდა და მაწყობდა სოფელში სახლი, დავთანხმდი. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი ბინა გადაიფორმა და მე დავრჩი გარეთ. ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას. არ მაქვს არსად წასასვლელი და აქ დავჯდებით მე და ჩემი შვილები", – ამბობს მანანა თაკალანძე.
 
ადგილზე მისი ადვოკატი თანდილა ჯოლოგუაც იმყოფებოდა. მისი თქმით, საქმის გამოძიება დაწყებულია, მაგრამ რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბინის ქირას ვერ იხდის და გარეთ რჩება, საქმის დაჩაქარებულად გამოძიებას ითხოვს.
 
შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილე მანანა ბარძემაშვილი, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე ბინის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებს, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მისი ინფორმაციით, გაუგებარია, რაში ადანაშაულებენ თაკალანძეები მას. ბარძემაშვილი ამბობს, რომ გაცვლის შესახებ შეთანხმება კანონის სრული დაცვით შედგა, რაც შეეხება სახლის გადაფორმებას, ეს პროცედურულ საკითხებს უკავშირდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...