მთავარისიახლეებიპოლიტიკარას დაუჯერებენ ზუგდიდში - კახი კალაძის მორიგ ეგზალტირებულ განცხადებას თუ საკუთარ...

რას დაუჯერებენ ზუგდიდში – კახი კალაძის მორიგ ეგზალტირებულ განცხადებას თუ საკუთარ თვალებს, რომლის ,,რადარებიდან” ყველა ადრინდელი დაპირება გაქრა?

Published on

ზუგდიდში, ხელოვნებისა და განვითარების ცენტრში ამ წუთებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს.კონფერენცია დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. .ჟურნალისტებს მხოლოდ რამდენიმე წუთით გადაღების საშუალება მისცეს. შესაბამისად, ინფორმაცია,  როგორ მიმდინარეობს შეხვედრა და რა სიტუაციაა დარბაზში , მხოლოდ პარიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ვრცელდება. 
 
კონფერენციას ესწრებიან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე  და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე , აგრეთვე პარლამენტის  მაჟორიტარი დეპუტატები, სამეგრელო ზემო სვანეთის  გუბერნატორი,  პარტიის წარმომადგენლები რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან,  მათ შორის ზუგდიდის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები
 
 კონფერენციის მუშაობა დასასრულს უახლოვდება. უკვე ცნობილია, რომ  ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარებ მერი ლაშა გოგია აირჩიეს.
ედიშერ თოლორაია, რომელსაც  მანამდე ეს თანამდებობა სამჯერ  ეკავა, ღონისძიებაზე არ იმყოფება,  რასაც დამატებითი   ინტრიგა შეაქვს პარტიის რეგიონულ ორგანიზაციაში შექმნილი სიტუაციის შესახებ  ქალაქში გავრცელებული ხმებში , რომ მან შეიძლება დატოვოს ,,ქართული ოცნების'' რიგები, თუმცა ამაზე მას ჯერ საჯაროდ არ განუცხადებია. 
 
ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ ჟურნალისტების შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა  ინფორმაციას პარტიაში არსებული დაპირისპირებისა და ედიშერ თოლორაიას მიერ "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ,  ლაკონურად უპასუხა , რომ ასეთი რამ პირველად ესმის.
ამ ინფორმაციის დადასტურებისაგან თავი შეიკავა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამაც. ,, მე არა მგონია მასშტაბური ტიპის დაპირისპირება იყოს პარტიაში, არც ის მგონია, რომ ედიშერ თოლორაია ტოვებდეს პარტიას'' – განაცხადა  მან 
 

პარტიის პრესსასახურის ცნობით, კონფერენციაზე თავის გამოსვლაში კახი კალაძემ  განაცხადა, რომ  ,,სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის, როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა,

„ძალიან რთული იყო მაშინ განსხვავებული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, თუმცა სამშობლოს სიყვარულით თქვენ ეს შეძელით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ, შეგვეცვალა ძალადობრივი რეჟიმი.
ბოლო წლებში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა რეგიონში, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკური განვითარება. ქვეყანას სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი ეკონომიკა უნდა გახდეს რეგიონების და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საფუძველი. 
ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, თავისუფალი მოქალაქეებით, სადაც კანონი იქნება უზენაესი. ამაში კი თითოეული მოქალაქის როლი არის განსაკუთრებული“.
 
 უახლოესი მომავალი გვიჩვენებს,  რას დაუჯერებენ ზუგდიდსა და მთელ სამეგრელოსი – კახი კალაძის ამ მორიგ ეგზალტირებულ განცხადებას თუ საკუთარ თვალებს, რომლის ,,რადარებიდან'' ყველა ადრინდელი დაპირება გაქრა. 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ფარში

მკვლელობა სოფელ ფარში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული...

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

54 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა გარდაიცვლა.ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები...

ადმინისტრაციაში ზოგი დოკუმენტი 75 წლით, ზოგი 5 წლით, ზოგიც საერთოდ არ ინახება – ცესკოს პრესსპიკერი

"გახარია საქართველოსთვის" სასამართლოს მიმართავს, უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი...

ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა – შედეგები

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერებმა, 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების...