მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ რისთვის თხრის და ჭრის ასწლოვან მუხებს, ვინ რისთვის რგავს...

ვინ რისთვის თხრის და ჭრის ასწლოვან მუხებს, ვინ რისთვის რგავს მუხის ნერგებს …

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტი აშშ-ში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩადის, რომელიც 23 აპრილს იწყება. ემანუელ მაკრონს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საჩუქარიც მიაქვს, რომლის შესახებაც Fox News-თან ინტერვიუში თქვა.
 
 
როგორც ირკვევა საჩუქარი მუხის ხეა. მაკრონის განმარტებით, ხე ამერიკელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილიდან არის:
 
"როდესაც ჩვენი დამოუკიდებლობა საფრთხეში იყო, ათასობთ ამერიკელი ახალგაზრდა ჩამოვიდა და დაიღუპა ჩემი ქვეყნისთვის. ეს ჩვენი ურთიერთობების ისტორიაა. ამიტომ, პრეზიდენტს (დონალდ ტრამპს) ვაჩუქებ მუხის ხეს, რომელიც თქვენი სამხედრო მეზღვაურებისთვის განსაკუთრებით სიმბოლური ადგილიდან – ჩრდილოეთ საფრანგეთიდან არის. ჩვენ (ტრამპი და მაკრონი) ერთად დავრგავთ ამ ხეს მის ბაღში, იმიტომ რომ ეს ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობების სიმბოლოა", – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
 
მაკრონი საუბარში შეეხება 1944 წლის 6 ივნისს, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში ამერიკელი მეზღვაურების გადასხმის მომენტს, სადაც მათ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ევროპაში "მეორე ფრონტი" გააკეთეს.
 
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...