მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას და...

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას და მისი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის საქმესთან დაკავშირებით

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას და მისი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, უშუალოდ ბაჩანა ახალაიას ორგანიზებითა და მონაწილეობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ჩადენილი ცემის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები. 
 
„ბაჩანა ახალაია და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართ. 
სასამართლომ, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი, წამების ორგანიზებისა (ორი ეპიზოდი) და წამებისათვის (ერთი ეპიზოდი) დაკავებულის მიმართ, ხოლო წამების ბრალდებით წარდგენილ ერთ ეპიზოდში კი გამართლდა. ბრალდებული ახალაია ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი სექსუალური ხასიათის, ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. სასამართლომ, ბაჩანა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ. ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილე დამნაშავედ იქნენ ცნობილნი სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, ასევე მათ მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისებაში დახმარებისათვის, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 
 
საქმის არსებითად განხილვისას, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტები. კერძოდ, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, უშუალოდ ბაჩანა ახალაიას ორგანიზებითა და მონაწილეობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ჩადენილი ცემის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები. 
 
2012 წლის 28 დეკემბრის ‘’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის კანონის საფუძველზე, ასევე დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, ბაჩანა ახალაიას 9 წლით, ხოლო ნიკოლოზ ძიმცეიშვილს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება, შესაბამისად 3 წლის და 1 წლის ვადით“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...