მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

Published on

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან და მეზობლებთან მის ურთიერთობასთან.
 
პრეზიდენტის განცხადებით, ამ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი თარიღი – 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა მათი პრივილეგირებული შეხედულებები და მათი ინტერესები წარმოადგინეს და მეორე თარიღი – რუსეთში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, „როდესაც მოვისმინეთ ახალი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც დაანონსდა ახალი, ცივი ომის კონცეფცია“.
 
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთი და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
 
,,ეს არის სამომავლო გამოწვევა ჩვენთვის, რომელიც მიმართული არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის წინაარმდეგ, იგი ზოგადად სამომავლო გამოწვევაა, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჰიბრიდული ომების წიინააღმდეგ.
 
უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველო პროპაგანდული ომის წინაშეა და ამ პროცესის საშუალებით ცდილობს განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში, სოციალური მედიისა და სხვა მედია ფორმატის გამოყენებით.
 
რუსეთი ამ პროპაგანდისტული ომის წარმოებისას ირჩევს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ახდენს საზოგადოებისა და გარემოს რადიკალიზაციას. 
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავუთმობთ ჩვენს დემოკრატიას და ჩვენ ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ვქმნიდეთ ჩვენ ერთობლივ გზავნილებს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დისკუსიისას, რომელიც დღეს ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრების ფარგლებში გაიმართა.
 
ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობდა ღიად საკუთარი ინტერესების გამოხატვაზე მის სამეზობლოში, მაგრამ ამის შემდეგ, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგინა ხედვა სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არის "ცივი ომის" ახალი კონცეფცია..

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...