მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ერთხელ მაინც გეკითხათ, იქნებ მეც ვიყავი ცუდათ, იქნებ მეც მჭირდებოდა მოსმენა...'' ლაგოდეხში,...

,,ერთხელ მაინც გეკითხათ, იქნებ მეც ვიყავი ცუდათ, იქნებ მეც მჭირდებოდა მოსმენა…” ლაგოდეხში, საზღვრის ე.წ. მეორე სექტორზე მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

Published on

ლაგოდეხში, საზღვრის ე.წ. მეორე სექტორზე მესაზღვრე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
 
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის ჯემალ ფარნაოზეა. ის გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად ცხოვრობდა. ჯემალ ფარნაოზეს მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედა კი საზღვარგარეთ არის წასული. 25 წლის ახალგაზრდა მესაზღვრედ 7 წლის განმავლობაში მუშაობდა.
 
შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ჯემალ ფარნაოზე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
 
"როგორ არ დავწერო, როგორ გავატარო.. მე, მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ წამს ფიქრობს ყველაზე საშინელებას. მე ვარ არარაობა, ის არარაობა, რომელიც ყველამ ერთად მოკალით, მაგრამ იმედი, ხო აი ეგ იმედი არასოდეს დამიკარგავს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არაფერი არ არის კარგად, პირიქით, გაუარესდა. ადამიანები გაფუჭდნენ. სხვის შეცდომებზე ადვილია ისაუბრო, გააკრიტიკო, დასცინო, ხელი გაიშვირო, მაგრამ ძნელია საკუთარი დაინახო. მეც მასე ვიყავი, ვერასოდეს ვერ ვხედავდი საკუთარ შეცდომებს. რეალურად, იმდენად მარტო ვიყავი, რომ მიმთითებელიც არავინ მყავდა. იმდენად მარტო გავიზარდე, რომ შევცდი, ხო ბევრს რამეში შევცდი, თქვენში შევცდი. თქვენი მჯეროდა და დავბრმავდი, არავის არაფერში ვადანაშაულებ, ეგ ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი. სადამდე მივედი. როგორ შემეშალეთ, როგორ ვერ გაგიცანით, როგორ დავხუჭე ყველაფერზე თვალი. მეგობრებში შევცდი და მხოლოდ ახლა ვაანალიზებ ამ ყველაფერს. ათასჯერ რომ წაიკითხოთ აზრი არ აქვს, სჯობს აქამდე ერთხელ მაინც გეკითხათ, იქნებ მეც ვიყავი ცუდათ, იქნებ მეც მჭირდებოდა მოსმენა. რატომღაც ყოველთვის მე ვიყავი ვალდებული, რომ თქვენზე და თქვენს სიამოვნებაზე მეფიქრა. მე უნდა ვყოფილიყავი ხიდიც და მოაჯირიც. მე უნდა მტკენოდა ყოველთვის და მე უნდა მოვმკვდარიყავი დღეში ათასჯერ და თქვენ არცერთხელ. უკვე იმდენჯერ მომკალით სიკვდილთან ერთად მაცხოვრეთ. აზრიც დაეკარგა ხვალინდელ დღეს, აღარც უღრუბლო ცა იქნება და აღარც მზიანი დღეები. არ იქნება ოჯახი, არ იქნება ბავშვები და არ იქნება ბედნიერება, არც მე არ ვიქნები, მომბეზრდა იმ ჰაერით სუნთქვა, რასაც თქვენ სუნთქავთ. მომბეზრდა ბრძოლა ყოველდღე, მომბეზრდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. ყოველ დღე სიკვდილი მომბეზრდა, ამდენი სიყალბე მომბეზრდა. თქვენ ჩემი მკვლელები მომბეზრდით…. და მაინც ვფიქრობ, რომ 25 წლის განმავლობაში ჩემს ასაკთან შედარებით საკმარისზე მეტი ვნახე. აღარ მინდა, მორჩა ჩემი არსებობა თქვენს ცხოვრებაში" – წერია პოსტში
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ს მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს კახეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...