მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეღავათიანი აგრო სესხის პროგრამა ფერმერებს (R)

შეღავათიანი აგრო სესხის პროგრამა ფერმერებს (R)

Published on

 
“ფინკა ბანკსა” და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც კომპანიები ფერმერებს აგრო სესხსა და მოსავლის დაზღვევაზე სპეციალურ, შეღავათიან პირობებს სთავაზობენ. მიმდინარე თვეში ძალაში შედის სახლმწიფო სუბსიდირების პროექტის ახალი რეგულაციებიც.
 
“ფინკა ბანკისა” და “ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენლების თქმით, ეს ერთობლივი პროექტი აქტუალურია ფერმერებისთვის, რომელთა მოსავლის ნაწილს სახელმწიფო აზღვევს, ნაწილის დაზღვევა კი მათ საკუთარი სახსრებით უწევთ, რაც დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს.
 
ამ შემთხვევაში ფერმერები, რომლებიც მოსავალს დააზღვევენ “ჯიპიაი ჰოლდინგში”, ისარგებლებენ სპეციალური სადაზღვევო პირობებითა და 0%-იანი აგრო განვადებით ფინკა ბანკში.
გარდა ამისა, 3 000-დან 60 000 ლარამდე აგრო სესხს “ფინკა ბანკში” ფერმერები შეღავათიანი პირობებით მიიღებენ.
 
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებს ჰქონდეთ სტაბილური გარემო ფერმერული მეურნეობების განსავითარებლად. რისკების დაზღვევა ამის ერთერთი აუცილებელი პირობაა, ამდენად მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მომხმარებლებს კომპლექსურ მომსახურებას ვთავაზობთ, რაც გულისხმობს სპეციალურ პირობებს აგრო სესხებზე, 0%-იან აგრო განვადებასა და მოსავლის დაზღვევას. გვჯერა, ეს სიახლე მეტ სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს ფერმერებს მეურნეობის განვითარებაში“, – განაცხადა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვუსალ ვერდიევმა.
 
„ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელი შევუწყოთ ფერმერებს ხელმისაწვდომი, შეღავათიანი პირობებით შეძლონ რისკების შემცირება და მეურნეობის განვითარება. ვფიქრობთ, ჩვენი შეთავაზება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მისცემს ფერმერებს აგრო სექტორში წინსვლისათვის. სოფლის მეურნეობაში რისკების განსაზღვრა და საფრთხის პრევენცია პროცესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ამიტომაც ძალიან მნიშვნლოვანია, დროულად განხორციელდეს აგრო დაზღვევა და რაც შეიძლება მეტი ფერმერი ჩაერთოს პროექტში. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ფინკა ბანკთან ერთად შევეცადეთ მათზე მორგებული, შეღავათიანი და კომფორტული პირობები შეგვექმნა, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ფერმერის საქმიანობას, არამედ, ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარებას“, – ამბობს პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი.
 
“ჯიპიაისა” და “ფინკა ბანკის” ერთობლივი პროექტი 16 აპრილიდან დაიწყება და შეთავაზებული შეღავათიანი აგრო სესხისა და დაზღვევის პირობები გავრცელდება ფერმერებზე, რომლებსაც 5 ჰექტრამდე ვენახი და ბახჩეულის ბაღები აქვთ, ასევე მათზე, ვისაც 30 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მარცვლეულის კულტურები მოჰყავთ.
 
ფერმერები, რომლებიც მოსავალს დააზღვევენ “ჯიპიაი ჰოლდინგში”, ისარგებლებენ სპეციალური სადაზღვევო პირობებით, “ფინკა ბანკის” 0%-იანი აგრო განვადებითა და სპეციალური შეღავათებით აგრო სესხებზე. 

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...