მთავარისიახლეებიკულტურაახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი 5 წუთით შემცირდება

ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი 5 წუთით შემცირდება

Published on

 ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის გაკვეთილი  5 წუთით შემცირდება, ეს არის  ერთ-ერთი მიდგომაა, რომელიც   საგაკვეთილო პროცესს ნაკლებად დამღლელს ხდის –  ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა. 
 
,, გაკვეთილის შემცირება  არის ნაწილი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმისა, რომელიც  წელს დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ინერგება და მიმართულია იმაზე, რომ  მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად – დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად – ტვირთადქცეულ დავალებებზე, რომელიც მოსწავლეს არაფერს აძლევს“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
 
„ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი – ნაკლები საშინაო დავალებებია, უფრო მეტად აქცენტი გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე.
 
 ელექტრონული რესურსები, რომელიც უფრო აქტიურს გახდის საგაკვეთილო პროცესს, იქნება მრავალფეროვანი. თითოეულ სახელმძღვანელოს და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნს ასეთი რესურსები ახლავს. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, განახლებული მიდგომებით,  

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...