მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ ავიწროებს რკალს პოროშენკოს რეჟიმის გარშემო. ,,დასხდნენ ცოტახანი იმ განმარტოებულ საკანში, სადაც...

აშშ ავიწროებს რკალს პოროშენკოს რეჟიმის გარშემო. ,,დასხდნენ ცოტახანი იმ განმარტოებულ საკანში, სადაც ახლა სევერიონ დანგაძე ყავთ გამომწყვდეული” – აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი

Published on

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ ადმინისტრაციასთან დაახლოებულ   თავის წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლუცენკოს ნამდვილად ჩამოერთვა აშშ ვიზა და მოხსნილ იქნა ჰოლანდიის სამეფო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ბორტიდან ამსტერდამის აეროპორტში.  
 
,, ასე რომ,  ლუცენკომ ისევ იცრუა, როცა განაცხადა, რომ უბრალოდ რაღაც საქმეებზე იმყოფებოდა ჰოლანდიაში  ( ან რა საქმეები შეიძლება ჰქონდეს მას ჰოლანდიაში).  – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქ გვერდზე. – იგივე წყაროებმა დამიდასტურეს, რომ აშშ – ს საიმიგრაციო სამსახურმა იმავე კვირას ჩამოართვა მწვანე ბარათი პოროშენკოს დამქაშს და მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირს  გრანოვსკის, რომლის შვილებს ამერიკული პასპორტები აქვთ.
 
ჩვენი ამოცანაა უკრაინის ციხეში გამოვკეტოთ ლუცენკო, ავაქოვი და , რაც მთავარია, პოროშენკო. დასხდნენ ცოტახანი იმ განმარტოებულ საკანში, სადაც ლუცენკოს ბრძანებით ახლა სევერიონ დანგაძე ყავთ გამომწყვდეული პაემნისა და გასეირნების უფლების გარეშე. ამ 27 წლის ახალგაზრდისგან განსხვავებით მათ დაიმსახურეს მრავალი წლის პატიმრობა ამ და სხვა საკნებში.
 
ახლა მე ვეხმარები ჩემს მეგობრებს აშშ -ში აქტიურად მოიძიონ პოროშენკოს მიერ გადამალული მილიარდები. ჩვენ მივაგნებთ ამ ფულს და, როგორც კი ეს ადამიანი დატოვებს პეზიდენტის პოსტს, ამ ფულის პოვნა  დაგვეხმარება გავუქროთ მას უსაფუძვლო იმედი, რომ შეძლებს დაემალოს უკრაინის მართლმსაჯულებას დასავლეთში. მთელი ეს თანხა, რა თქმა უნდა, ბოლო კაპიკამდე დაუბრუნდება უკრაინელ ხალხს. მოუთმენლად ველი, როდის დადგება ეს დღე. '' –  წერს მიხეილ სააკაშვილი. 
 
 
 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...