უცნაური ამბები ფაროსანასთან დაკავშირებით აფხაზეთში

0
474
დღეიდან, 2 აპრილიდან  ფსოუს საზღარზე ძალაში შევიდა კარანტინი, რომელიც რუსეთმა დაუწესა ოკუპირებულ აფხაზეთს – ვერც გლეხები, ვერც ,,დარი აბხაზიის'' პროექტში ჩართული სახელმწიფო სტრუქტურები მწვანილსა და ხილს ვერ შეიტანენ მის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან.
 
აფხაზეთის მთავრობამ  ორიოდ სიტყვა წაილუღლუღა იმის შესახებ, რომ რუსეთის ,, ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად ემბარგოა რესპუბლიკისთვის, რაც კატასტროფას უქადის მას'', მაგრამ რუსეთმა რომ ამაზე ყურიც არ შეიბერტყა, ისღა მოიფიქრა, რომ თავის მხრივ კარანტინი დააწესა ენგურის საზღვარზე და ამით კიდე უფრო გაირთულა მდგომარეობა.  დღეს უკვე პროდუქცია თავად აფახზეთში ვეღარ შევა არაოკუპირებული ტერიტორიიდან ანუ  აფხაზეთს ვერც ვერაფერი შეაქვს, ვერც ვერაფერი გააქვს  და ბლოკადაშია რუსეთისა და თავისი გადაწყვეტილებებით. 
 
ძნელი არ არის იმის გათვლა, რა უფრო საშიშია აფხაზეთისთვის – კარანტინი ენგურის საზღვარზე თუ კარანტინი ფსოუზე – ცნობილია, რომ აფხაზეთის მთავრობამ გადასახადები ვერ გაზარდა ენგურზე (თუმცა ეს ძალიან სურდა და საკითხი არაერთგზის განიხილა სამთავრობო სხდომებზე ბოლო თვეების განმავლობაში), იმის შიშით, რომ ეს ისევ აფხაზთის მოსახლეობას დაარტყამდა. აქ საუბარი არ არის მარტოდენ გალის მოსახლეობაზე, რადგან  ცნობილია, რომ საქართველოდან გალელების და სხვა, თავად აფხაზი წვრილი მოვაჭრეების მიერ შეტანილი პროდუქციით საზრდოობს მთელი აფხაზეთი  –  გადასახადების გაზრდას კი უსათუოდ მოყვებოდა  ამ პროდუქციის შეტანის კლება. ამდენად 31 მარტის გადაწყვეტილება ენგურზე კარანტინის დაწესების შესახებ უფრო სპონტანური რეაქციაა რუსეთის გადაწყვეტილებაზე ვიდრე პრაგმატული ნაბიჯი, რაც ისევ მას აზარალებს.
 
თავად აფხაზეთის მთავრობაც  გამოთქვამს ეჭვს და წუხილს,  რომ რუსეთს ამ გადაწყვეტილების მიღებისას რაღაც სხვა მოტივი ამოძრავებდა და არ გაითვალისწინა აფხაზების ინტერესები. 
 
აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან წვინარია აცხადებს, რომ მათი შემოსავალი დამოკიდებულია ტვირთბრუნვაზე, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის ჩათვლით. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აფხაზეთიდან ტვირთის მთელი ექსპორტი დაიხურება. განცხადებით გამოვიდა დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ასლან კობახიაც – "ეს კარანტინი ბლოკადის ტოლფასია. მრავალი სათბურიდან ბევრი აშენებულია რუსული ინვესტიციებით, ხალხმა ბანკებიდან კრედიტები აიღო და ეს ყველაფერი გასკდება. ფაროსანა რომ მხოლოდ აფხაზეთის პრობლემა იყოს, მაშინ ეს გასაგები იქნებოდა. მწერმა საზღვრები არ იცის. საქართველო მშვენივრად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან და არავის არაფერი დაუწესებია, ხოლო აფხაზეთთან დაწესდა. გამოდის, რომ "როსსელხოზნადზორის" მსხვერპლი მარტო ჩვენ ვართ", – ამბობს კობახია. ამ განცხადებების შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა და მცენარეული პროდუქციის შეტანა დანარჩენი საქართველოდან აკრძალა", – აღნიშნავს გამოცემა.
 
ასე გადატყდა ჯოხი ენგურზე  გალში ზუგდიდიდან მიმავალი ქალის ხელბარგში აღმოჩენილ ერთ კაკალ ფაროსანაზე ( იყო კი ეს ასე სინამდვილეში?)
 
"სოხუმის ე.წ. "სახელმწიფი ინსპექციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდინარე ენგურის გამშვებ პუნქტზე მიმდინარე საკარანტინო ფიტოსანიტარიული შემოწმებისას საქართველოდან მომავალი მგზავრების ხელბარგში არაერთხელ აღმოჩნდა ფაროსანა, რომელიც საშიში პოლიფაგია სუბტროპიკული რეგიონებისთვის, რადგან წელიწადში რამდენჯერმე შეუძლია გამრავლება და აკლიმატიზაციის გავლის შემთხვევაში სწრაფად იკავებს პოტენციურ არეალს – "წინასწარი გათვლით, მისი გავრცელების შემთხვევაში აფხაზეთს 1 მლრდ რუბლის ოდენობის ზარალი მიადგება. ამდენად, მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, 31 მარტიდან მოსაზღვრე ტერიტორიიდან შემომავალ პირთა მიერ ხელბარგითა და ბარგით ყველა სახის მცენარეული პროდუქციის შემოტანა დროებით შეიზღუდოს", – ნათქვამია განცხადებაში. 
 
 რაც შეეხება რუსეთს, მისთვის აფხაზეთიდან გლეხების მიერ მცირე პარტიებად შეტანილი შეტანილი მწვანილი და ხილი არ არის იმდენად  საშიში, რიომ გაანაწყენოს ,,თავისი მეგობარი დამოკავშირე ქვეყანა''  ( როგორც თავის თავს უწოდებენ აფხაზები), შესძლოა    ოდნავ სხვაგვარად არის საქმე  ,,დარი აბხაზიის''  უფრო მასშტაბურ ექსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პროდუქციის დიდი პარტიების მიმართ შეიძლება ყოფილიყო მიღებული) – ცხადია  რუსეთს სხვა მოტივი ამოძრავებს – იგი დიდი ხანია გაღიზიანებულია  საქართველოში   ლუგარის ლაბორატორიის არსებობით და ახლა აშშ -ს იმიჯზე დასარტყმელად გაწირა.აფხაზების ინტერესები/ ასეთია დიდ დაფაზე პაიკების როლი და დანიშბნულება  
 
წინა სტატიაბათუმის საზღვაო ნავსადგურში პორტის 12 თანამშრომელი შიმშილობს
შემდეგი სტატია,,ახლა არ გინდათ ქურდები ხომ? ან იქნებ გინდათ და ცვლილებები კანონში ფორმალობისთვის გჭირდებათ?” – კითხვები ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური