მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიაში შს მინისტრის პირველი მოადგილე ჩავიდა

მესტიაში შს მინისტრის პირველი მოადგილე ჩავიდა

Published on

მესტიაში, სადაც „მესტია ჭალაჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგოდ აქცია იმართება, შს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ჩავიდა. საბანაძე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. 
ამასთან, აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. მუნიციპალიტეტის ცენტრში "მესტია ჭალაჰესი 1" და მესტია ჭალაჰესი 2-ის" მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ტექნიკას არ გაატარებენ და სამუშაოების დაწყებას ყველა გზით შეუშლიან ხელს. 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა - მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის...

საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე...

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ...

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...