მთავარისიახლეებისაზოგადოებაერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ძირითადი რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ძირითადი რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ძირითადი რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, რეგისტრირებულია: 36 000- მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;2 500 – ზე მეტი სტუდენტი საგრანტო კონკურსისათვის; 9 000 – მდე მაგისტრანტობის კანდიდატი; 17 000 – მდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და ინსტრუქციას. 
„აქვე შევახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ძირითადი რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათზე დასრულდება. საყურადღებოა, რომ ვინც ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდება, ის 2018 წლის საგამოცდო კონკურსში ვეღარ ჩაერთვება.გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.
15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.30 მარტის 18:00 საათზე შეწყდება აგრეთვე რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...