მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგარეო საქმეთა და შს მინისტრების მოადგილეებს მოუსმენენ

პარლამენტში ვიზალიბერალიზაციის თემაზე საგარეო საქმეთა და შს მინისტრების მოადგილეებს მოუსმენენ

Published on

საქართველოს პარლამენტში დღეს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეებს ელოდებიან. ვახტანგ მახარობლიშვილს და ნინი ჯავახაძეს კანონმდებლები საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.შეხვედრის თემა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ერთი წელი იქნება. დეპუტატები მოისმენენ, თუ როგორი იყო უვიზო მიმოსვლის ერთი წელი, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რა სიახლეებია დაგეგმილი ამ მიმართულებით.უწყებების წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღაზეც ისაუბრებენ. შეხვედრა საქართველოს პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა – 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვრის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...