მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

მიხეილ სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ სასამართლოებში დავას განაგრძობს. სააკაშვილი, მისთვის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატს დაუკავშირდა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააკაშვილის ინტერესების დამცველმა სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტსა და მას შორის კომუნიკაცია წერილობით შედგა. ამასთან, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წერილი მას, ყოფილი პრეზიდენტის დედამ გადასცა. სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 29 მარტიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...