მთავარისიახლეებისაზოგადოებამედიის წარმომადგენლები მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერ ბრიფინგს გამართავენ

მედიის წარმომადგენლები მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერ ბრიფინგს გამართავენ

Published on

მედიის წარმომადგენლები დღეს პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან. პირველი არხის შენობასთან ბრიფინგი 12:00 საათზე გაიმართება.შეკრებილები წაიკითხავენ მიმართვას, რომელშიც პარლამენტს მოუწოდებენ, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ადეკვატური კანონმდებლობა შეიმუშაოს.ორგანიზატორები მოუწოდებენ ჟურნალისტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კომენტატორებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, ტელევიზიებისა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს, მივიდნენ პირველი არხის შენობასთან და მხარი დაუჭირონ მამუკა ბერძენიშვილს.MDMA-ს პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის, პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს, მამუკა ბერძენიშვილს სასამართლომ რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.ბრალდების მხარე 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ საბოლოოდ ერთი წლით შეამცირა და არსებულ კანონზე დაყრდნობით, ბერძენიშვილს მინიმალური, თუმცა, 8 წლით პატიმრობა განესაზღვრა.
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...