მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი: ,,მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო პეტრო პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ...

მიხეილ სააკაშვილი: ,,მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო პეტრო პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში მოხვდება”

Published on

,,მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო პეტრო პოროშენკო მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში მოხვდება'' – ასე გამოეხმაურა  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მიერ გუშინ, 24 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურის შექმნის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებულ  განცხადებას.
 
  „ბოლო ორი თვის მანძილზე უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩაატარა ორი მასშტაბური ოპერაცია, რომლებიც სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს. მათ ჯერ ბრწყინვალედ გამოაშკარავეს და ლეგალურად დაამტკიცეს კავშირი „საპროტესტო ბანაკსა“ და რუსეთში გაქცეულ პოლიტიკურ ემიგრაციას შორის. შემდეგ კი ოსტატურად ამხილეს მტრების ბუნაგი, რომელიც მასშტაბურ ტერაქტებს ამზადებდა“, მისივე თქმით, სააკაშვილი და სავჩენკო „მართვადი ქაოსის თეორიას“ – რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდნენ. – განაცხადა პოროშენკომ. 
 
 სწორედ ამ განცხადების პასუხად დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე:
,,იაფფასიანი მატყუარა ღირსების გარეშე!  
თუკი მამხილეთ, მიიყვანეთ საქმე ბოლომდე – შემიშვით უკრაინაში და სასამართლოში დაამტკიცთ თქვენი ეჭვები!  
მე ჯერ სასამართლოში დავიცავ თავს, ხოლო გაისად  –  პოროშენკოს წინააღმდეგ მივცემ სასამართლოზე ჩვენებას .
ჩემზე ნუ დარდობს. მე უკვე ისტორიის სახელმძღვანელოებში ვარ, ხოლო ეს გაუგებრობა, სახელად  პოროშენკო, მხოლოდ კრიმინალურ ან სასამართლო ქრონიკაში თუ მოხვდება“.
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...