მთავარისიახლეებისამართალიშსს დევდარიანის საქმეზე შესაძლო მსხვერპლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

შსს დევდარიანის საქმეზე შესაძლო მსხვერპლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

Published on

ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში.გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალიდან არ ირკვევა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლთა ვინაობა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოძიებასთან თანამშრომლობა.შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს (როგორც მსხვერპლებს, ისე სხვა პირებს), რომელიც ფლობს ინფორმაციას გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკითხვის მიზნით გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.ზვიად დევდარიანმა მის ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ, 22 მარტს ,არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორობის პოსტი დატოვა.17 მარტს, გამოცემა „ტაბულამ“ 4 ქალის ნაამბობი გამოაქვეყნა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს კანდიდატად წარდგენილ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.მანამდე დევდარიანი სექსუალურ ძალადობაში ქალთა მოძრაობამ დაადანაშაულა და სახალხო დამცველს პარლამენტიდან მისი კანდიდატურის გამოწვევა სთხოვა. დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს თავად გამოეთიშა.ერთ-ერთი ვერსიით, დევდარიანთან დაკავშირებული სკანდალი არასამთავრობო სექტორში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა საბჭოს წევრობისთვის კონკურენციას მოჰყვა.ამ პოზიციისთვის რამდენიმე უფლებადამცველი ერთდროულად იბრძოდა, მათ შორის ქალთა უფლებების დამცველი, ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივის ბორდის წევრად პარლამენტს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა წარუდგინა.სკანდალის შემდეგ ომბუდსმენმა დევდარიანის კონკურსიდან ჩამოშორება მიზანშეწონილად მიიჩნია, კონკურსს გამოეთიშა ბაია პატარაიაც. ზვიად დევდარიანის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...