ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

0
449
ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.  ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  დაავადებულმა პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
 
ერთი პაციენტი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე – ქუთაისის, მესამე კი სახლში გაწერეს. 
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ზიზი გაგუას თქმით, დაავადებულ პაციენტებს საქონლის ხორცი ბაზარში არ შეუძენიათ.
 
”დაავადებული საქონელი კერძო სახლში დაკლეს და ის ადამიანები დაავადდნენ, რომლებმაც ხორცის დამუშავების პროცესში მიიღეს მონაწილეობა“, -აღნიშნა ზიზი გაგუამ. 
 
მისივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაავადებული საქონლის ხორცი გაანადგურა და შემთხვევის ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
წინა სტატიაგერმანიიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის საქართველოში 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა.
შემდეგი სტატიაჩხუბი და არეულობა კოსოვოს პარლამენტში-ოპოზიციამ დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური