მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ტატუნაშვილის საკითხზე მიმდინარე გამოძიებას

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს ტატუნაშვილის საკითხზე მიმდინარე გამოძიებას

Published on

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება იმ ფაქტს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი მის ოჯახს გადაეცა. ამის შესახებ ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„ბოლო კვირების განმავლობაში აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობდა დიალოგს ცხელი ხაზის მეშვეობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ცხელი ხაზის მეშვეობით. მისია ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრების განახლების სწრაფი შეთანხმების საჭიროებაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...