ზუგდიდში 21 – 22 მარტს ამინდი შეიცვლება – ხვალ დღის პირველი ნახევარი მზიანი იქნება, მაგრამ საღამოსკენ მოიღრუბლება და ასე დარჩება 22 მარტის ჩათვლით. ტემპერატურა დღისით +18 გრადუსის ნიშნულზე დარჩება, ღამით 8-9 გრადუსისაზე, მაგრამ მორრუბლულობა და მცირე წვიმა 22 მარტის ღამით არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე პროგნოზირებს.
საგენტოს ცნობით, შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო საქართელოს დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 22 მარტის დილამდე გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, .მაღალმთაში – ზოგან თოვლია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. როგორც ზუგდიდში ხუმრობენ, დადიანებმა იციოდნენ თავიანთი საქმე და მთავარი რეზიდენციისათვის საუკეთესო ადგილი შეარჩიეს – აქ ქარები საზოგადოდ ისეთი ძალით არ ქრიან, ანუ მექარე ღორონთი ან, თუ გნებავთ, ქარზოჯუ გვწყალობს.