ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზისთვის გადაასვენებენ

0
433
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა.  ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ცხედარს თავდაპირველად გადაასვენებენ თბილისში, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება და ამის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიასვენებენ.„განხორციელდება ექსპერტიზა, რის შემდგომაც რამდენიმე საათში შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს არჩილ ტატუნაშვილის გადასვენება მის საკუთარ სახლში. ჩვენი მიზანია, მოხდეს სრული გამოძიება. გამოვლინდეს დამნაშავე და მოხდეს მისი დასჯა,“ – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ერგნეთში.
წინა სტატიაარჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებს გადაეცათ
შემდეგი სტატიატატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები, აცხადებს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური