მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეწყდეს „საზოგადოება ზუგდიდელთან“ თანამშრომლობა- მიმართვა ზუგდიდის მერიას

შეწყდეს „საზოგადოება ზუგდიდელთან“ თანამშრომლობა- მიმართვა ზუგდიდის მერიას

Published on

მოქალაქე ეგნატე შამუგია ზუგდიდის მერიასა და საკრებულოს „საზოგადოება ზუგდიდელთან“ კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებს. პეტიციის ტექსტის ავტორი მიუთითებს, რომ დაუშვებელია, რომ პრორუსული განწყობების გამავრცელებელი, სიძულვილის ენით და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით გამორჩეულმა ადამიანებმა რჩევები მისცენ ზუგდიდის მერს ადგილობრივ საჭიროებებზე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში იყვნენ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. პეტიციის ტექსტი manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, „ოდიშინიუსი“ მას უცვლელად გთავაზობთ:რამდენიმე წელია, ზუგდიდში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „საზოგადოება ზუგდიდელი“, რომელიც დაფუძნების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. „საზოგადოება ზუგდიდელის“ წარმომადგენლები მუდმივად არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ასევე მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები. მათთან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, პერიოდულად მართავენ შეხვედრებს და განიხილავენ სხვადასხვა საკითხს. შეიძლება ითქვას, რომ „საზოგადოება ზუგდიდელს“ აქვს გარკვეული ტიპის გავლენა ზუგდიდში (ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით), რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.„საზოგადოება ზუგდიდელი“ საკუთარი გამოსვლებით ებრძვის საქართველოს დეკლარირებულ პროდასავლურ კურსს და არჩევანს. იგი გამოირჩევა ანტიდასავლური პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის აქტიური გამოყენებით. მაგალითად, „დასავლეთიდან მართული ძალები დესტრუქციულ მოქმედებას ახდენენ ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებაში“ – განაცხადა საზოგადოების გამგეობის წევრმა მურმან ნაჭყებიამ. იგივე ნაჭყებიამ „ზუგდიდელის“ სახელით მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების იქ ყოფნის მიზეზად მათი მაღალი ანაზღაურება დაასახელა, რითიც შეურაცხყო ყველა ის მისია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების სასარგებლოდ მოქმედებს, რაც ისევ და ისევ რუსული ნარატივის ნაწილია.  
„საზოგადოება ზუგდიდელი“ რომ ანტიდასავლურ განწყობებს უწევს პოპულარიზაციას ჩანს მათ მიერ გავრცელებულ შემდეგ განცხადებაშიც: „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დასავლეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის თავსმოხვეული, შორს გამიზნული ანტიდისკრიმინაციული კანონი მაინც მიიღო. …ეტყობა, თანდათან ძვალ-რბილში გვიჯდება ე. წ. დასავლური თეზა. “  ორგანიზაცია, აშკარად, აყალიბებს ე.წ. „გარყვნილების სტიგმას“ და მას, ცალსახად, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ დასავლურ ქვეყნებთან აიგივებს.  ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა მიმდინარე წლის 17 მარტს მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი:  მურმან ნაჭყებიამ, ორგანიზაციის სახელით, დაბადების დღე მიულოცა სტალინისტ გრიგოლ (გრიშა) ონიანს და მისი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მაგალითად ბერიასა და სტალინზე დაწერილი წიგნები მოიყვანა. ციტატა წერილიდან: „თქვენ ბრძანდებით უნივერსალური პიროვნება, სიმართლისათვის დაუღალავი მებრძოლი, სამშობლოზე, მშობლიურ ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული და თავდადებული, ცნობილი მეისტორიე. ამის დასტურია თქვენ მიერ ქვეყნებადი წერილები, სტატიები და პუბლიკაციები მასმედიის ფურცლებზე სტალინზე და ბერიაზე. გისურვებთ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლეს ერის სიფხიზლის სადარაჯოზე“.ჩვენი სახელმწიფო 25 წელზე მეტია ცდილობს თავი დააღწიოს საბჭოთა და უკვე რუსულ გავლენებს, რუსულ ოკუპაციას, გათავისუფლდეს ყველა იმ მავნე გავლენისაგან რაც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლების მესვეურებმა, მათ შორის იოსებ სტალინმა და მასობრივი რეპრესიების მეთაურმა ლავრენტი ბერიამ უმძიმეს მემკვიდრეობად დაგვიტოვეს. ვიცით რა გრიგოლ ონიანის პოზიტიური დამოკიდებულებები და მისი ნაწერები სტალინის შესახებ, მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება (საჯარო მილოცვა) წინააღმდეგობაში მოდის ქართული სახელმწიფოს დეკლარირებულ ინტერესებთან და ხელს უწყობს რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში.ისევე, როგორც მილოცვის ადრესატი გრიგოლ ონიანი, „საზოგადოება ზუგდიდელიც“ ხშირად არის შემჩნეული  სიძულვილის ენის გამოყენებაში. „ზუგდიდელი“ განსაკუთრებით გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით. მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოება ზუგდიდელი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი პირდაპირი მოვალეობაა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, მისი საქმიანობიდან აშკარად იკითხება პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნები.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...