“რუსთავი 2”-ის თანამშრომლების გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა "კურიერის" ჟურნალისტი დავით ერაძე, რომელიც ე.წ ქართული მარშის აქტივისტების თავდასხმის შედეგად ისე დაშავდა, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.გამომძიებლებმა ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილიც გამოკითხეს, რომელიც თავდასხმის დროს საკუთარი მანქანით გიორგი გაბუნიასთან ერთად გადაადგილდებოდა, ე.წ ქართული მარშის აქტივისტებმა კი გზა გადაუკეტეს.დაზიანდა იურისტის მანქანაც, რომელსაც ექსპერტიზა “რუსთავი2”-ის ეზოში გვიან ღამით ჩაუტარდა.“გამოძიებას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რა მოხდა ჩვენს ოფისთან, როგორ მოვხვდით ამ ალყაში. ალბათ გავასაჩივრებთ, ვნახოთ ვიმსჯელებთ. საინტერესოა რა რეაგირება მოჰყვება შემდეგ პოლიციის მხრიდან. ეს არის ნათლად დასანახი და აღქმადი ძალადობა რელიგიის სახელით,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
რუსთავი2-ის თანამშრომლები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება
მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....
საზოგადოება
ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა
როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს.
"კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა
ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...