მთავარისიახლეებიკონფლიქტებიარჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებს გადაეცათ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებს გადაეცათ

Published on

ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლებს გადაეცათ, – ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 
სააგენტოს ცნობით, „გენპროკურატურის“ თანამშრომლებმა კომიტეტის წარმომადგენლებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მასალებიც გადასცეს, რომელშიც ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზია დასახელებული. ცხედრის გადაცემა ცხინვალის პროზექტურაში მოხდა.ერგნეთის საგუშაგოსთან იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...