მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილი დმანისში ახალ მიწებს ვერ მიიღებს და, საერთოდ, ასე ...

,,ივანიშვილი დმანისში ახალ მიწებს ვერ მიიღებს და, საერთოდ, ასე ცხოვრება ამ ქვეყანაში არ გაუვა“- აცხადებს ოპოზიცია

Published on

„ივანიშვილის 15 ათას ლარად 16 ჰექტარი ტყის წაღებას და იქ ციანიდის მოსხმას, რომ იდევ უფრო განვითარდეს მრავალი მილიონით მისი ბიზნესი. ძალიან მიხარია, რომ მრავალპარტიული ფორმატია, სადაც ხელს შევუშლით ამ ადამიანს, ესე მას ცხოვრება ამ ქვეყანაში არ გაუვა“-განაცხადა „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
 
პოლიტიკოსები კომპანია "RMG Gold"-ისთვის აუქციონის წესით დამატებით 16 ჰექტარის გადაცემას აპროტესტებენ.
 
 
14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი თბილისიდან საყდრისში ჩასვლას გეგმავს.რთველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიები გეგმავენ თავად მიიღონ აუქციონში მონაწილეობა და გამოისყიდონ აღნიშნული ტერიტორია.
 
„გვაქვს კონკრეტული გეგმა დმანისის გადასარჩენად ვიღებთ მონაწილეობას აუქციონში ვაპირებთ ეს ტერიტორია ჩვენ ავიღოთ იჯარით არ მივცეთ შესაძლებლობა ამ ყველაფერის განადგურების ოქროს მომპოვებელ კომპანიას“-ამბობს ვაშაძე.
 
”თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის თამარ კეკენაძის განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფი ადგილზე შეისწავლის ვითარებას და შეეცდება არ დაუშვას ის კორუფციული გარიგება, რომელიც იგეგმება.
 
„ინტერპარტიული ჯგუფი მივდივართ დმანისში, რომ შევამოწმოთ ადგილზე რა ვითარებაა.  „RMG Gold“ ყველა სტანდარტის დარღვევით აწარმოებს საქმიანობას, რაც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, დამატებით ისინი ცდილობენ უკვე კორუფციული გზით დამატებითი მიწების შეძენას და ამ  ტიპის საქმიანობის გაგრძელებას, რაც საზიანოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის“- განაცხადა თამარ კეკენაძემ.
 
თოთხმეტმა პარტიამ გასულ კვირას მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და მოითხოვა ტენდერის გაუქმება. შექმნილია, დმანისი გადარჩენის ფონდი, სადაც ჩარიცხული თანხებით პარტიები ტერიტორიის იჯარით აღებას აპირებენ. გამოცხადებული ტენდერი ხვალ, დღის პირველი საათისთვის უნდა დასრულდეს, ამ  დროისთვის გაირკვევა ვინ გახდება
16 ჰექტარის მფლობელი.
 
 

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...