მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუდაურში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას ავსტრიელი და ფრანგი ექსპერტები შეაფასებენ

გუდაურში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას ავსტრიელი და ფრანგი ექსპერტები შეაფასებენ

Published on

გუდაურში ავსტრიელი და ფრანგი ექსპერტები მუშაობენ  და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი წინასწარი შეფასება, თუ რა მოხდა საბაგიროზე.
 
საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებენ და პროკურატურას მიაწვდიან, – ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებიც.
 
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს და დასკვნა არ იყოს მხოლოდ მწარმოებლის ან ქართული მხარის მიერ გაკეთებული. საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
 
საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროც,   თუმცა სავარაუდო მიზეზებისა და გამოძიების პირველადი შედეგების შესახებ ცნობილი არ არის.
 
გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.
 
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა., მათგან 4  ამ დრომდე  ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში რჩება  და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
 
 
 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აღნიშნავს,   რომ ყველა დაშავებულს მომავალ ზამთრის სეზონზე საქართველოში მოიწვევენ, მათ მოგზაურობას კი ”მთის კურორტების კომპანია” დააფინანსებს. ,,სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ადამიანებს და მათ თანმხლებ პირებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.  ძალიან გაგვახარა იმ ფაქტმა, რომ ყველა მათგანი დაინტერესებულია და გამოხატეს ჩვენთან სტუმრობის სურვილი. ქვეყანამ, რა თქმა უნდა, გარკვეული საიმიჯო ზიანი მიიღო  ამ ფაქტის გამო. ატურიზმის ადმინისტრაცია და სხვა უწყებები გააათკეცებენ მუშაობას ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის და იმიჯის გამოსწორებისთვის, ჟურნალისტების მოწვევა იქნება ეს თუ სარეკლამო კამპანია", – განაცხადა ჩოგოვაძემ. 
 
 
 
 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...