მთავარისიახლეებისაზოგადოება"ენერგო-პროს ჯორჯიას" განცხადებით, გუდაურში ადგილი არ ჰქონია არათუ ელექტოენერგიის მიწოდების წყვეტას, არამედ...

“ენერგო-პროს ჯორჯიას” განცხადებით, გუდაურში ადგილი არ ჰქონია არათუ ელექტოენერგიის მიწოდების წყვეტას, არამედ რაიმე სახის ძაბვის ცვალებადობასაც

Published on

“ენერგო პრო ჯორჯიაში“აცხადებენ, რომ გუდაურში გუშინდელი ინციდენტის დროს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა. უფრო მეტიც, ძაბვის ცვალებადობაც კი არ ყოფილა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს„გუდაურში ადგილზე იმყოფებოდა „ენერგო პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა და კიდევ ერთხელ გადამოწმდა ქსელში არსებული მდგომარეობა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადგილი არ ჰქონია არათუ ელექტოენერგიის მიწოდების წყვეტას, არამედ რაიმე სახის ძაბვის ცვალებადობასაც“, – განაცხადეს კომპანია „ენერგო – პრო ჯორჯიაში“. 
გუდაურში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა.გუდაურში საბაგიროს დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...