მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაია პატარაია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს გამოეთიშა

ბაია პატარაია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა კონკურსს გამოეთიშა

Published on

უფლებადამაცველი ბაია პატარაია საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსს გამოეთიშა – ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ირკვევა, მისი ეს გადაწყვეტილება დღეს ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვას შეეხება, რომლის თანახმადაც, სამეურვეო საბჭოს წევრობაზე წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატის, ზვიად დევდარიანის კანდიდატურის გამოთხოვას მოითხოვენ, ვინაიდან ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ზვიად დევდარიანის კანდიდატურა გუშინ წარადგინა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მან შერჩევისას გაითვალისწინა გამოწვევები, რომლის წინაშეც ბორდი დგას.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს 14 მარტს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანო  კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...