მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. 
სარჩელი იხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას ეხება.
 
,,დაცვის მხარე გაასაჩივრებს დაკავების ფაქტს და უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევებას.  იგი შევიტანეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, მისი დაკვების დროს სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ხელისუფლების არაკანონიერი ქმედებებით სააკაშვილს ფაქტობრივად უფლება ჩამოერთვა თავისი ინტერესები დაეცვა უკრაინის სასამართლოებში“,”, – აღნიშნა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.  
 
შეგახსენებთ, რამდენიმე დის წინ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. როგორც პროკურატურაში განმარტეს, ,,გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.''
 
თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამარცხვინოა  უკრაინის ხელისუფლების მოქმედება და ის გაყალბებული საქმე,   რომელიც მათ ახლა შეაჩერეს.
 
„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს და არა მხოლოდ მათ, არამედ იმ ფსევდოოპოზიციონერებსაც, რომლებიც სამარცხვინოდ დუმდნენ, როდესაც ცილი დამწამეს, ციხეში ჩამაგდეს და სასამართლოებში მათრევდნენ. ზუსტად ასეთ ყალბ ოპოზიციონერებზე დგანან ბარიგები“, – განაცხადა მან.
 
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა მას საშუალება მისცენ უკრაინაში დაბრუნდეს.
 
„მოვითხოვ უკრაინაში დაბრუნების საშუალება მომცენ, რათა თავი დავიცვა ბოლომდე. შემდეგ კი ლუცენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის და დამნაშავე პროკურორებისა და მოსამართლეების ციხეში ჩასმას შევეცდები“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. 
 

სიახლეები

ყველანი თავისი გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში – მეუფე ისაია შიო მუჯირზე

მეუფე ისაიას პირველი კომენტარი ახალი პატრიარქის გამორჩევის შემდეგ - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ამბობს,...

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...