აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. დოკუმენტი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.სიაში ის პირები და კომპანიები აღმოჩნდნენ, რომელსაც ვაშინგტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. მათ შორისაა ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი და ინტერნეტ-გამოძიების სააგენტო "ტროლების ფაბრიკა".აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი წაუყენეს. სწორედ ბრალდებულებს შორისაა ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ადამიანად მიიჩნევენ. პრიგოჟინს უკავშირებენ "ინტერნეტ-გამოძიებების სააგენტოს" – "ტროლების ფაბრიკას", რომლის თანამშრომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერ კომენტარებს წერენ.2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.2 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სიტუაციის გამო სანქციების ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
სიახლეები
სიახლეები
რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი
გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა.
ამის შესახებ უკრაინის...
სიახლეები
ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს
ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...
საზოგადოება
ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს
ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...
საზოგადოება
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერი საზოგადოებრივი ერთიანობისა და ერთწლიანი პროტესტის კულმინაცია იქნება, სადაც...