ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსმა მაია ესებუამ განუცხადა.მისივე თქმით, მოზარდს ჩაუტარდა უკვე შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და საოპერაციოშია შეყვანილი. ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში ბადრი საგნით მიყენებული.ინციდენტი ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე დღეს დაჭრეს. ფაქტს მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. ინციდენტი სტადიონზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ზუგდიდში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სიახლეები
მსოფლიო
ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს
9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...
მსოფლიო
ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა
ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება.
წამყვანი საერთაშორისო...
საზოგადოება
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ
"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...
მსოფლიო
СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...