ცხინვალიდან დაბრუნებული ბიჭები ახალს ვერაფერს ამბობენ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე

0
426
ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომელნიც  არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავა ცხინვალის რეჟიმმა და გუშინ საღამოს გა ჩამოაღწიეს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,   ახალს ვერაფერს ამბობენ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე.
 
როგორც ლევან ქუტაშვილის დედამ მედეა ილურიძემ  ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, ბუჭებს არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნიათ, რადგან ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ.
 
„წუხელ საღამოს დაბრუნდნენ. მათ მისცეს საშვები ე.წ. „პროპუსკი“ და უპრობლემოდ გამოვიდნენ. ყველანაირი შეფერხების გარეშე გამოვიდნენ. ჯანმრთელად არიან. არანაირ ფიზიკურ ზეწოლას არ განიცდიდნენ. ტატუნაშვილს რა შეემთხვა მათ არ იციან. ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ და არ აქვთ ინფორმაცია“, – განაცხადა მედეა ილურიძემ. 
 
ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია გუშინ დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მათ დღეს  სამედიცინო შემოწმება  ჩაუტარდათ,  შემოწმების შედეგები ჯერჯერობით უცნობია.. დღესვე მათი გამოკითხვა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს. 
 
 
 
წინა სტატიაგრიგოლ ვაშაძე: საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგი მათ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად აღიარებას ნიშნავს
შემდეგი სტატიანანი ბრეგვაძემ მოსკოვში წასვლა გადაიფიქრა?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური