მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგი მათ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად აღიარებას...

გრიგოლ ვაშაძე: საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგი მათ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად აღიარებას ნიშნავს

Published on

საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგი მათ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად აღიარებას ნიშნავს და მაშინ გამოდის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკის მთავარი ობიექტი აგრესორი ქვეყანა რუსეთი კი არა, მის მიერ შექმნილი ორი საოკუპაციო რეჟიმია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
 
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს ეტყობა არ ჰყავს არც ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, როცა ამბობს, რომ „მზად ვართ პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა“. 
 
„პირდაპირი დიალოგი საოკუპაციო რეჟიმებთან, ჯერ ერთი, ნიშნავს მათი საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტურობის აღიარებას და მეორე, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკის მთავარი ობიექტი აგრესორი ქვეყანა რუსეთი კი არ არის, არამედ მის მიერ შექმნილი ორი საოკუპაციო რეჟიმი. ეს არც მარტო ჩვენს მთავრობას ეხება, არც დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას, 1990-იანი წლების დასაწყისიდან ქართულმა დიპლომატიამ თავი შეაკლა და ცხოვრება შეალია იმას, რომ ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა. საერთოდ, ის ხალხი, ვინც ახლა საქართველოს ხელისუფლებაშია, პრემიერ-მინისტრს ეძახის თავის თავს ან პრეზიდენტს, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა დიპლომატიის საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება. ეს პროფესიაა, რომელსაც სწავლა სჭირდება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის წინადადებას ჟენევის დისკუსიების ფორმატის დონის აწევისა და მასში პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობის შესახებ, ვაშაძის თქმით, გაუგებარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართვა ამ ფორმატში რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს.
 
„ალბათ, ამ განცხადების ავტორს, ბატონ კვირიკაშვილს სჯობს ჰკითხოთ, როგორ წარმოუდგენია ეს, იმიტომ რომ ამ კონსულტაციების მონაწილე სახელმწიფოები არის სულ სამი: საქართველო, რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ისინი ორი სამუშაო ჯგუფის ინდივიდუალური მონაწილეები არიან. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ხელჩართული ბრძოლა გადავიტანეთ იმისთვის, რომ 90-იანი წლებში შექმნილი მექანიზმებისგან განსხვავებით, აქ მონაწილეები ყოფილიყვნენ მარტო საქართველო, მისი მოკავშირე შეერთებული შტატები და აგრესორი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, ვის შორისაც ეს კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს. პრემიერ-მინისტრის ჩართვა ამ ფორმატში რა სარგებლის მომტანია, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აბსოლუტურად გასაგებია, არც ბატონი მაიკ პენსი შეერთებული შტატების მხრიდან და არც მედვედევი ან პუტინი ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებენ, იმიტომ რომ დიდი ხანია, ჟენევის კონსულტაციები მათ ყელზე ადგათ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...