მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავში 7 ადამიანი გაზით მოიწამლა

რუსთავში 7 ადამიანი გაზით მოიწამლა

Published on

რუსთავში 7 ადამიანი გაზით მოიწამლა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მოწამლულებიდან ერთი მცირეწლოვანია. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.
 
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი. 4 ადამიანს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, 3 მათგანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
 
ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
 
"სოკარ ჯორჟია გაზი"-ს რუსთავის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა, კომპანიაში განმარტეს, რომ ბინაში წყალგამაცხელებელი არასწორად იყო დამონტაჟებული .

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....