მთავარისიახლეებისაზოგადოებასაია, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საია, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

Published on

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელი ეხება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას.
 
საია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით უარის თქმის შემთხვევაში დასაბუთების ვალდებულება უნდა არსებობდეს. ინფორმაციას “პირველი არხი“ ავრცელებს.
 
არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესი ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 29-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას გულისხმობს.
 
საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს დასაბუთების ვალდებულება.
 
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შავაძემ სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილს ზეწოლაში დაადანაშაულა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარება სთხოვა. შავაძემ თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე 22 თებერვალს უარი მხოლოდ იმიტომ უთხრა, რომ არ იყო „კოლექტიური მურუსიძე“. ამას მურუსიძემ აბსურდული ბრალდება უწოდა და განმარტა, რომ შავაძის სასამართლო სისტემაში მოსვლა სწორედ მის სახელს უკავშირდება.
 
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილმა მოსამართლის, ირაკლი შავაძის ბრალდებებზე თქვა, რომ შავაძე გაბრაზებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს. მამისეიშვილი უარყოფს, რომ რაიმე ფორმით ცდილობდა მოსამართლე ირაკლი შავაძეზე ზეწოლას და ამბობს, რომ ყველა მისი ბრალდება  უსაფუძვლოა.
 
მესამე სექტორმა გამოთქვა სურვილი, დაეხმაროს შავაძეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში და აქციებიც დააანონსეს.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...