თითქმის 10 წუთი გაგრძელდა სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.
დაპირისპირება სხდომის გახსნისთანავე დაიწყო, როცა ერთ-ერთი დევნილი ინეზა ფარულავა, რომელიც მერიის "შინმოვლის" პროგრამაშია ჩართული, მოიხოვა პასუხი, თუ რატომ არ ჩაერიცხა მას კუთვნილი თანხა.სხდომას ესწრებიან გარემვაჭრეები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიც. მისი განმარტებით, მიმდინარე წელს შემწეობა მხოლოდ ერთხელ, თებერვლის ბოლოს მიიღო.
უკმაყოფილო მოქალაქეს მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნინო სხულუხიამ უპასუხა. მან თანხის ჩარიცხვის დაგვიანების მიზეზად თვითმმართველობაში განხორციელებული რეორგანიზაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ბენეფიციარებს თანხა მარტის თვეში სრულად დაერიცხებათ.
ამ პასუხმა ვერ დააკმაყოფილა ვერც შეკითხვის ავტორი და ვერც სხვა ბენეფიციარები, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელი თანხის მიღების ვადის გადაწევა მთელი ერთი თვით შიმშილობის ტოლფასია, ამდენად სხულუხიას განმარტებამ კიდევ უფო დაძაბა სიტუაცია.
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად კიდევ უფრო გაართულა ვითარება, როცა მოქალაქე ინეზა ფარულავას განუცხადა, რომ იგი, როგორც ჩანს, ,,საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკური დებოშის მოსაწყობად მივიდა''ამ განცხადებას კვლავ შელაპარაკება მოყვა .
ამ ეტაპზე სხდომა,რომელსაც მოქალაქეები, მათ შორის დევნილები და სხვადასხვა პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები ესწრებია, მშვიდ ვითარებაში მიდინარეობს, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს.
აღსანიშნავია, რომ ენმ-ის წარმომადგენლის ანა წითლიძის ინფორმაციით, დღეს საკრებულო გეგმავდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდას, თუმცა ბიუროს სხდომაზე მათი მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ საკითხის განხილვა გადაიდო.
რაიმე გაუგებრობის თუ მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად ე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგლობრივ ლიდერებთან ერთად პარტიის რიგითი მხარდამჭერებიც მივიდნენ.
მათ ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით: „ახდენილი ონებები – გუბერნატორის ხელფასი 5900, განყოფილების უფროსი 1600, სოც დაუცველი – 97 თეთრი დღეში, დამლაგებლის ხელფასი 110 ლარი“.